ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“

ღონისძიებები

10-12 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“.

მასტერკლასის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჯანდაცვის დარგში კვლევის მეთოდების ევოლუციას, კვლევის ტრადიციულ მიდგომებსა და ინოვაციური ტექნიკების დანერგვის შესაძლებლობებს, შეასრულონ კვლევის პროცესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული სავარჯიშოები (მონაწილეებს სასურველია თან ჰქონდეთ ლეპტოპი).

მასტერკლასს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ირმა კირთაძე, ვერიკო მირცხულავა და ემელი ანდერსონი და აკადემიური ენისა და ხელოვნური ინტელექტის მოწვეული სპეციალისტი ამერიკიდან ავი სტეიმანი.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის ყველა საფეხურის სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, აკადემიური პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

მასტერკლასი ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში.

ღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის:

პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

მასტერკლასი გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს მიიღებენ რეგისტრირებული პირები.

მასტერკლასზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები ელექტრონული ფორმით.

ადგილები შეზღუდულია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 მარტი, 12:00 საათი

დრო: 10-12 მარტი (10 მარტი −10:00 სთ., 11 მარტი − 16:00სთ., 12 მარტი − 10:00 სთ.)

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის N1

2025

 

ბანერები