ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასტერ-კლა​სები პოლონური დღეების ფარგლებში

ღონისძიებები

12 და 13 ოქტომბერს პოლონური დღეების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს თანამედროვე პოლონელ ხელოვანს - იზა ტარასევიჩს.

იზა ტარასევიჩი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი ფიგურა თანამედროვე პოლონელ ხელოვანებს შორის. ის მუშაობს გამომსახველობითი ხელოვნების ისეთ ჟანრებში, როგორიცაა: ფერწერა, ქანდაკება, ინსტალაცია, პერფორმანსი და სხვა.

იზა ტარასევიჩის მრავალფეროვან შემოქმედებით ნამუშევრებს, ასევე მის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://izatarasewicz.com/

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღის განმავლობაში იზა ტარასევიჩი ჩაატარებს სახელოვნებო მასტერ-კლასებს სტუდენტებისათვის.

ღონისძიებები გაიმართება 12 და 13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის უკანა ეზოში (ჭავჭავაძის გამზ. 32).

დასაწყისი: 11:00 საათი.

ბანერები