ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასშტაბური დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

15 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს  ვაკანსიას გაყიდვების აგენტის  თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდნენ სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანიაში. სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასს, საკომისიოსა და დამატებით თანხას – თვის რეიტინგით საუკეთესო აგენტები მიიღებენ ბონუსს.

დრო: 15 აპრილი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია

 

ბანერები