ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასკის კურსდამთავრებულთა გამოფენა

ღონისძიებები

ამერიკის საელჩო საქართველოში, საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრი ,,კვალი” და საერთაშორისო განათლების ცენტრი გთავაზობთ ამერიკის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ რიგით მეორე გამოფენას.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ წარმოდგენილი უნივერსიტეტების ქართველი და უცხოელი კურსდამთავრებულები (ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰავაის უნივერსიტეტი, ბოსტონის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტი).

დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა, პირადად გაესაუბროს მათ და მიიღონ დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, დაფინანსების წყაროების, სტუდენტური ცხოვრებისა და სწავლის პროცესის შესახებ.

გამოფენა გაიმართება 14 მაისს,  14.00 საათიდან 16.00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, პირველი სართული).

მისამართი: გ. წერეთლის 2; G კორპუსი

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელ.: 2912690 ან 2252615

ელ.ფოსტა: gkhvedeliani@gmail.com ან tkarchava@osgf.ge

ბანერები