ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მარკუს პენელის სემინარებისა და შეხვედრების ციკლი

ღონისძიებები

28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამას ეწვევა მარკუს პენელი, O&O Baukunst-ის ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი. მარკუს პენელი სტუდენტებისათვის ჩაატარებს სპეციალურ სემინარს: ''Public Street for Public Life''.  სემინარის მიზანია, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების მიმართულებით მომუშავე სტუდენტებმა შეისწავლონ ურბანული დაგეგმარების პრინციპები, თავისებურებები და ეს ცოდნა შემდგომი განვითარებისთვის გამოიყენონ. 3 დღის განმავლობაში სტუდენტები შეასრულებენ მოცემულ დავალებებს მარკუს პენელის ხელმძღვანელობით. საბოლოო ნამუშევრები გამოიფინება ილიაუნის არქიტექტურის პროგრამის სივრცეში. სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ არქიტექტურის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრებსა და მაგისტრებს.

ვიზიტის ფარგლებში მარკუს პენელი  შეხვდება პრაქტიკოს არქიტექტორებს, ურბანისტებსა და მომიჯნავე სპეციალისტებს. გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: ''Public Street for Public Life''.  ასევე გაიმართება შეხვედრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან. პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით.                                                           

მარკუს პენელი სწავლობდა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში TU Berlin. 90-იან წლებში მუშაობდა ნიუ იორკში სტივენ ჰოლთან, Arup Associates და პიტერ იზენმანთან. 1997 წლიდან მუშაობს ბერლინში O&O Baukunst-ის ჯგუფთან ერთად. 2011 წელს გახდა ბერლინის სახელოსნოს პარტნიორი და ხელმძღვანელი. მის საქმიანობაში შედის სტრატეგიული განვითარების, ურბანული და არქიტექტურული პროექტების შემუშავება და ხელმძღვანელობა. მისი ვრცელი ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.ortner-ortner.com

ღონისძიებების განრიგი:

სემინარი სტუდენტებისთვის: ''Public Street for Public Life''

დრო: 28 სექტემბერი, 14:00 საათი

         29, 30 სექტემბერი, 10:00 საათი  

ადგილმდებარეობა: H 111 აუდიტორია (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 ეზოდან), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


შეხვედრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან

დრო: 29 სექტემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის მერია


საჯარო ლექცია და შეხვედრა არქიტექტორებთან, დისკუსია ქალაქგეგმარებით პრობლემებზე

დრო: 2 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციებისა და შეხვედრების სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

ბანერები