ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ბოლო ჟამის ომი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

7 მარტს, 19:00-ზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ბოლო ჟამის ომი“ პრეზენტაცია. რომანზე, მის ისტორიულ კონტექსტებსა და პარალელებზე გურამ დოჩანაშვილის რომანთან „სამოსელი პირველი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და წიგნის მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი ისაუბრებენ.

ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი პერუელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას რომანი აღწერს ტრაგიკულ და მრავალმხრივ საინტერესო ისტორიულ მოვლენას, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს განვითარდა ბრაზილიის მთავრობასა და რელიგიურ თემს შორის. ეს კონფლიქტი მსოფლიო ისტორიაში „კანუდოსის ომის“ სახელითაა ცნობილი და დღემდე იდუმალების საბურველი მოსავს.

დრო: 7 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები