ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მარიო ვარგას ლიოსას ეპოქალური რომანის წარდგენა

ღონისძიებები

12 აგვისტოს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გიწვევთ მარიო ვარგას ლიოსას ეპოქალური რომანის – „საუბარი კათედრალში“ წარდგენაზე.

მარიო ვარგას ლიოსას რომანი „საუბარი კათედრალში“ 1969 წელს გამოქვეყნდა. წიგნში აღწერილია პერუელი დიქტატორის – მანუელ ოდრიას (1948-1956) ძალადობრივი ეპოქა. მწერალი დიდი მხატვრული ოსტატობით მოგვითხრობს კორუმპირებული და უსამართლო სისტემის მანკიერებებზე.

რომანის გმირები, სანტიაგო და ამბროსიო, წლების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. მათი ხანგრძლივი, გულწრფელი საუბრის ფონზე, მწერალი აღწერს იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა პერუს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. თხრობის რთული ტექნიკა, დინამიკურობა, მრავალშრიანი დიალოგები და მოგონებები წიგნის მთავარი მხატვრული ღირსებაა.

„საუბარი კათედრალში“ თანამედროვე ესპანურენოვანი კლასიკის საუკეთესო ნიმუშია.

▪️ ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ.
▪️ პროექტის ავტორი: კახმეგ კუდავა

 

დრო: 12 აგვისტო, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები