ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მარინე ტარასაშვილის საჯარო ლექცია: ”მწვანე სახლი” - ფსიქოანალიტიკური სივრცე ბავშვებისათვის. თეორიული წანამძღვრებისა და შედეგების მიმოხილვა

ღონისძიებები

3 ივნისს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში  ”ლიგამუსი”,  შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - „მწვანე სახლი” - ფსიქოანალიტიკური სივრცე ბავშვებისათვის. თეორიული წანამძღვრებისა და შედეგების მიმოხილვა“.

ბავშვთა ფსიქოანალიზს, ისევე, როგორც ზოგადად ფსიქოანალიზს, საუკუნოვანი ისტორია აქვს და ფროიდიდან იღებს სათავეს. „ბავშვი არის ზრდასრულის მამა“, - ამბობდა ფროიდი, რადგან მიიჩნევდა, რომ ადრეული ბავშვობის პერიოდი, ის ფსიქო-ემოციური, ოჯახური და სოციალური გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, ადამიანის ფსიქიკურ სტრუქტურას თავიდანვე აყალიბებს და სხვებთან თუ საკუთარ თავთან ურთიერთობის ფუნდამენტს ქმნის.

ბავშვთა ფსიქოანალიზი ფროიდის შემდეგაც განვითარდა. დაგროვდა კლინიკური მასალა, შეიქმნა კონკრეტული მეთოდიკები. გაიხსნა დაწესებულებები, სადაც ფსიქოანალიზს, როგორც თერაპიას, სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან იყენებენ წარმატებით.

„მწვანე სახლიც“ ფსიქოანალიზის წიაღში დაბადებული ერთ-ერთი დაწესებულებაა.

რა არის „მწვანე სახლი“, რატომ შეიქმნა, რა თეორიულ წანამძღვრებს ეფუძნება და რა პრაქტიკული ღირებულება აქვს - ამაზე, ბავშვთა ფსიქოანალიზზე, მის ისტორიაზე, შესაძლებლობებზე, მეცნიერულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ შედეგებზე ისაუბრებს ფსიქოლოგი, ”მწვანე სახლის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მარინე ტარასაშვილი.

 დრო: 3 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლის ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები