ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მარიამ მანჯიკაშვილისა და მარიამ მიქელაშვილის სადისერტაციო ნაშრომების დაცვა

ღონისძიებები

19 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის სადოქტორო პროგრამის მათემატიკის დოქტორანტები მარიამ მანჯიკაშვილი და მარიამ მიქელაშვილი დაიცავენ სადისერტაციო ნაშრომებს.

მარიამ მანჯიკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის თემაა „ორწერტილოვანი ამოცანები მაღალი რიგის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რეზონანსულ შემთხვევაში“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი – სულხან მუხიგულაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მარიამ მიქელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის თემაა „მარტივი და ორგვარი ფოროვნობის მქონე მასალების დრეკადობის და თერმოდრეკადობის ბმული კვაზისტატიკის თეორიის ამოცანები“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი – მერაბ სვანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 19 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023

 

ბანერები