ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნი" - წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 მაისს, ხუთშაბათს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გამომცემლობის - "წიგნები ბათუმში" - ახალი წიგნის პრეზენტაციაზე გიწვევთ. კანადელი მწერლის, თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორის, ბუკერისა და ართურ კლარკის პრემიების მფლობელის, მარგარეტ ეტვუდის რომანის - "მხევლის წიგნი" - ქართულ თარგმანს გამომცემელი მარი კორინთელი, წიგნის მთარგმნელი ანი კოპალიანი და რედაქტორი ლალი ჭინჭარაული წარადგენენ.

დრო: 28 მაისი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები