ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მალხაზ სონღულაშვილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფობიები და საქართველოს ეროვნული ნარატივი“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: როგორ და რატომ ყალიბდება ფობიები საზოგადოებაში, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით საქართველოში და საქართველოს ეროვნული ნარატივი რამდენად დგას ამ ფობიებზე.

დრო24 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობაA101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები