ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაია მგელიაშვილის საჯარო ლექცია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებისა და სოციალური ადვოკატირების შესახებ

ღონისძიებები

27 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით, გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებისა და სოციალური ადვოკატირების შესახებ.

ლექციას გაუძღვება World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის სერვისებისა და ადვოკატირების მენეჯერი, მაია მგელიაშვილი.

დრო: 27 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები