ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია: „მე არ გამაჩნია ენა ჩემი სინამდვილისთვის“

ღონისძიებები

31 მაისს, 18:30 საათზე, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში (S507 აუდიტორია) გერმანისტი და მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მე არ გამაჩნია ენა ჩემი სინამდვილისთვის.“

მაია ფანჯიკიძე ამჟამად მაქს ფრიშის „შტილერის“ თარგმანზე მუშაობს, შესაბამისად, აუდიტორიასთან განიხილავს მაქს ფრიშის „შტილერსა“ და ლიტერატურული თარგმანის პრობლემატიკას.

შეხვედრა გაიმართება შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიული კულტურის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში. ღონისძიებას დაესწრებიან შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ლუკას ბეგლინგერი, და ელჩის მოადგილე, ალვარო ბორგი. სტუმრები ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკის შვეიცარიულ განყოფილებას საჩუქრად გადასცემენ წიგნებს, მათ შორის, მაქს ფრიშისა და ფრიდრიხ დიურენმატის სრულ უახლეს გამოცემებს.

ლექციის ენა: გერმანული

დრო: 31 მაისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ავსტრიული კულტურის ცენტრი (S507 აუდიტორია) გ. წერეთლის ქ. #3

 

ბანერები