ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაია ფანჯიკიძე სტუმრად ავსტრიულ ბიბლიოთეკაში

ღონისძიებები

15 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ცნობილი ავსტრიელი მწერლის, თომას ბერნჰარდის, პიესის - „სანახაობის მომწყობი“ - ქართული თარგმანის პრეზენტაცია (გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ).

ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ისაუბრებს თომას ბერნჰარდის შემოქმედებასა და თანამედროვე თარგმანის ხელოვნების საკითხებზე.

ღონისძიებას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონი აქსელ ვეხი.

დრო: 15 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკა, S 507 ოთახი (გ. წერეთლის ქ. №3)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები