ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაია ჯეგის საჯარო ლექცია „ქართული რბილი ძალა ლიტერატურით: საჭმლისა და ღვინის მიღმა“

ღონისძიებები

2 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანელი მწერალი მაია ჯეგი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „ქართული რბილი ძალა ლიტერატურით: საჭმლისა და ღვინის მიღმა“.

მაია ჯეგი ბრიტანელი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ავტორია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

ლექცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ. მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია და დასწრების სასურველი ფორმატის მითითება.

ლექციაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველები მიიღებენ ინფორმაციას ღონისძიების ჩატარების ადგილმდებარეობაზე, ხოლო ონლაინ დასწრების მსურველები – შეხვედრის ბმულს.

დრო: 2 ივნისი, 17:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული, უზრუნველყოფილი იქნება ლაივი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3NF31ly

სამუშაო ენა: ინგლისური 

Live ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3z8kTBe

2022 წელი

ბანერები