ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაგნიტური როსბის ტალღები მზეზე და მზის აქტიურობის კვაზი-პერიოდული ცვლილებები

ღონისძიებები

17 ივლისს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჩატარდება ფიზიკისა და ასტრონომიის მიმართულების კოლოქვიუმი - "მაგნიტური როსბის ტალღები მზეზე და მზის აქტიურობის კვაზი-პერიოდული ცვლილებები".

მომხსენებელი: ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, თეიმურაზ ზაქარაშვილი.

დაკვირვებებით ცნობილია, რომ, 11-წლიანი ციკლის გარდა, მზე განიცდის აქტიურობის შედარებით მოკლე- და გრძელპერიოდიან ცვლილებებს. ამ კვაზიპერიოდული ცვლილებების ფიზიკური მექანიზმი ცნობილი არ არის. როგორც კვლევა აჩვენებს, მაგნიტური ველი იწვევს როსბის ტალღების გაყოფას სწრაფ და ნელ მაგნიტურ როსბის ტალღებად. სწრაფი მაგნიტური როსბის ტალღები მზის ტახოკლინში იწვევენ მოკლეპერიოდიან ცვლილებებს (რიგერის პერიოდი), ხოლო ნელი მაგნიტური როსბის ტალღები იწვევენ გრძელ-პერიოდიან ცვლილებებს (გლაისბერგის პერიოდი). შესაბამისად, მაგნიტური როსბის ტალღები მზის აქტიურობის გრძელვადიანი პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

ბანერები