ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაგისტრანტთა და დოქტორანტთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

7-8 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება მაგისტრანტთა და დოქტორანტთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი“.

კონფერენციას აწყობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიასთან“ და ევროპის ხელოვნებათა ინსტიტუტების ლიგასთან თანამშრომლობით.

წლევანდელ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ მაგისტრანტები და დოქტორანტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ჩეხეთიდან.

დრო: 7-8 მაისი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები