ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაგდალენა კუნის მასტერ-კლასი

ღონისძიებები

შაბათს, 16 ნოემბერს, 18:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D კორპუსის 401 აუდიტორიაში ცნობილი ჰოლანდიელი ფლეიტისტი, დოქტორი მაგდალენა კუნი ჩაატარებს მასტერ-კლასს თანამედროვე საშემსრულებლო ხერხებზე. საილუსტრაციოდ გამოყენებული იქნება მე-20 საუკუნის ფრანგული საფლეიტო მუსიკა. მასტერ-კლასში მონაწილებას მიიღებენ ქართველი ფლეიტისტები.

მაგდალენა კუნი ერთდროულად ორ პროფესიას ფლობს - ფლეიტისტისა და კოპტოლოგის. ფლეიტაზე დაკვრას ის ჯერ ბერნში, ხოლო მოგვიანებით პარიზში, ცნობილ ფლეიტისტ რენე ლე როისთან ეუფლებოდა. როგორც ფლეიტის პედაგოგი, მაგდალენა კუნი ბერნისა და ამჰემის აკადემიებში მოღვაწეობდა. მრავალი წლის მანძილზე ის ჰოლანდიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის წევრი იყო. ცნობილ გიტარისტ, ჯულიან კოკოსთან ერთად მას რამდენიმე კომპაქტ-დისკი და პროგრამა აქვს ჩაწერილი რადიოსა და ტელევიზიისთვის. ის მრავალი კონცერტის მონაწილეა მსოფლიოს სსხვადასხვა ქვეყანაში.

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მაგდალენა კუნი პროფესორი ნინო მამრაძის მოწვევით სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოში მასტერ-კლასების ჩასატარებლად. 2012 წელს მისი ინიციატივით ჩვენს ქვეყანაში დიდი წარმატებით ჩატარდა ფლეიტის პირველი ფესტივალი.

დოქტორის ხარისხი მაგდალენა კუნმა ლეიდენის უნივერსიტეტისგან მიიღო. მისი დისერტაცია კოპტურ ლიტურგიულ მელოდიას ეძღვნება. მაგდალენა კუნი კოპტურ მუსიკაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კითხულობს ლექციებს. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუმარია.

ბანერები