ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ოთარ აბდალაძის საჯარო ლექცია - მაღალმთის მცენარეულობა – კლიმატის ცვლილების ბიოინდიკატორი

ღონისძიებები

14 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, ოთარ აბდალაძესთან.

საუბრის თემა: მაღალმთის მცენარეულობა – კლიმატის ცვლილების ბიოინდიკატორი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება შემდეგ საკითხებს: რატომ მიიჩნევა მაღალმთის მცენარეულობა ყველა გლობალური ცვლილების, მათ შორის, კლიმატის ცვლილების მთავარ ბიოინდიკატორად; რა ფაქტორები მიუთითებს კლიმატის გლობალურ დათბობაზე; შეიმჩნევა თუ არა მცენარეულობის ტრანსფორმაცია და რა პერსპექტივები იკვეთება ამ მხრივ.

დრო: 14 აპრილი 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები