ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკის საჯარო ლექცია „ეთიკა/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), მარკეტინგი და რეკლამა“

ღონისძიებები

10 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში პროფესორი მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ბალთაზარი, ხორვატია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეთიკა/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), მარკეტინგი და რეკლამა“.

ლექციის მიზანია მარკეტინგსა და რეკლამასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება და ისეთი საკითხების განხილვა, როგორებიცაა მწვანე მარკეტინგი და კავშირი მარკეტინგსა და სოციალურ მედიას შორის, ასევე რა როლი ენიჭება მარკეტინგსა და რეკლამას მომხმარებლებისა და სხვა აქციონერებისთვის;  ბიზნესის მიზანი, საერთო ღირებულებები, სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინოვაცია.

ლექცია საშუალებას მოგცემთ, თვალი გადაავლოთ ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიას დაწყებულს ადამ სმიტით, მილტონ ფრიდმანითა და მაიკლ პორტერით.

ისეთი საკითხების განხილვამ, როგორებიცაა სოციალური მეწარმეობა, მიკროფინანსები, ადამიანთა უფლებები, შიმშილი და სიღარიბე, უნდა შექმნას სხვადასხვა შეხედულება კორპორაციების როლზე და აქციონერთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

მომხსენებლის შესახებ

მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი არის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მართვის უმაღლეს ეშელონებში მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება – ორგანიზაციულ კომუნიკაციის, ურთიერთობების მართვის, საზოგადოებრივ საქმეების, განათლების, კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობასა და მართვის სფეროებში. ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში, ტრეინინგსა და უნარების გაძლიერებაში; ასევე რაოდენობრივი კვლევის წარმოების გამოცდილება; პროგრამების შეფასების კომპეტენცია, გამოცდილება ფანდრაიზინგსა და მდგრადობის ანგარიშგებაში.

ამჟამად ასწავლის ბიზნესეთიკასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ბიზნეს და კორპორაციულ კომუნიკაციას, კრიზისის მართვას.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 10 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები