ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკის საჯარო ლექცია „აქციონერები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“

ღონისძიებები

11 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში პროფესორი მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ბალთაზარი, ხორვატია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „აქციონერები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“.

ლექციის მიზანია, სტუდენტებს უჩვენოს ურთიერთკავშირი სააქციო თეორიასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას შორის ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. მომხსენებელი გაგაცნობთ ცნებებს იმის საჩვენებლად, თუ ვის აქვს პირადი ინტერესი კომპანიაში და ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია ფირმას აღნიშნული ინტერესების დაკმაყოფილებაში. ასევე განიხილავს, თუ როგორ უნდა გადაჭრან ფირმებმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

 მომხსენებლის შესახებ

მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი არის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მართვის უმაღლეს ეშელონებში მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება – ორგანიზაციულ კომუნიკაციის, ურთიერთობების მართვის, საზოგადოებრივ საქმეების, განათლების, კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობასა და მართვის სფეროებში. ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში, ტრეინინგსა და უნარების გაძლიერებაში; ასევე რაოდენობრივი კვლევის წარმოების გამოცდილება; პროგრამების შეფასების კომპეტენცია, გამოცდილება ფანდრაიზინგსა და მდგრადობის ანგარიშგებაში.

ამჟამად ასწავლის ბიზნესეთიკასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ბიზნეს და კორპორაციულ კომუნიკაციას, კრიზისის მართვას.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები