ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლორა ადამსი - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ღონისძიებები

5 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (G კორპუსი, გ. წერეთლის 2) ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ცენტრალური აზიისა და კავკასიის პროგრამის დირექტორი, პროფესორი ლორა ადამსი გამართავს სამუშაო ჯგუფის შეხვედრას (workshop) თემაზე: Getting Published in International PeerReviewed Journals.

შეხვედრა განკუთვნილია მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევართათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისოდ აღიარებულ აკადემიურ ჟურნალებში საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნებით. პროფესორი ადამსი შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს და საყოველთაოდ დამკვიდრებულ ნორმებს, რომლებიც გაგიმარტივებთ გზას რეცენზირებად გამოცემებამდე.

სემინარზე დასწრების მსურველები სასურველია, გაეცნონ თანდართულ მასალებს.

ბანერები