ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-საინფორმაციო შეხვედრა – სასკოლო აქტივობების კონკურსი „TECH-განმანათლებელი“

ღონისძიებები

12 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსის „TECH-განმანათლებელი“ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა ორგანიზატორებს დაუსვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები მონაწილეობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე (აპლიკაციის შევსებასთან, შესარჩევი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით). ასევე ნაჩვენები იქნება შესარჩევი დავალების ნიმუშები.

Live-საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სანდრო ასათიანი.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის საშუალებით და მისი ტრანსლირება მოხდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე.

შეხვედრაზე დასასწრებად უნდა შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 12 თებერვლის 12:00 საათისა.  

Live-საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3p7pKu3

რეგისტრირებულ მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნით შეხვედრის ბმულს.

კონკურსის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3bNFvmV

 

ბანერები