ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ თავისუფალი მეცნიერებები?

ღონისძიებები

30 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

თავისუფალი მეცნიერების პროგრამის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები:

  • ნესტან რატიანი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
  • მარიამ გველესიანი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ისტორიულ კულტუროლოგიაში;
  • შოთა ბერულავა, ფსიქოლოგიის სკოლა „ანიმოტერმის“ თანადამფუძნებელი;
  • არჩილ სუმბაძე, ბაქსვუდის სკოლის დირექტორი.

აქ დაგხვდებიან თავისუფალი მეცნიერებების დიდი ოჯახის დანარჩენი წევრებიც – პროფესორ-მასწავლებლები, ამჟამინდელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით თავისუფალი მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 30 ივლისს, 19:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3ybNNNy

დრო: 30 ივლისი, 19:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2021 წელი

 

ბანერები