ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება?

ღონისძიებები

5 აგვისტოს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსის“ ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები:

  • თამარ ცაგარელი, ილიაუნის პროფესორი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი;
  • შალვა მატუაშვილი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით;
  • თამარ ნინიკაშვილი, ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის სასწავლო პროცესის კოორდინატორი;
  • ლევან ხარაზიშვილი, ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით ხელოვნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 5 აგვისტოს, 13:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fmLErb

დრო: 5 აგვისტო, 13:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


2021 წელი

 

ბანერები