ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ ქართული ფილოლოგია?

ღონისძიებები

29 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა ქართული ფილოლოგიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

ფილოლოგიის პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები:

  • ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ილიაუნის პროფესორი ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი;
  • ბელა წიფურია, ილიაუნის ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი შედარებითი ლიტერატურის მიმართულებით;
  • ანა კორძაია-სამადაშვილი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით;
  • ირინა ლობჟანიძეილიაუნის ქართული ფილოლოგიის პროგრამის თანახელმძღვანელი, სრული პროფესორი ენათმეცნიერების მიმართულებით;
  • ელენე კიკალიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • თამარ კალხიტაშვილი, ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, ილიაუნის კურსდამთავრებული;
  • თამარ გეთიაშვილი, ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით ქართული ფილოლოგიით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 29 ივლისს, 17:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/370kTnG

დრო: 29 ივლისი, 17:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2021 წელი

ბანერები