ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ პოლიტიკის მეცნიერება? რატომ საერთაშორისო ურთიერთობები?

ღონისძიებები

9 ივლისს,16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა პოლიტიკის მეცნიერებითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და ადმინისტრაციული პერსონალი:

  • გიორგი გვალია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • გია ნოდია, პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • გიორგი ოდოშაშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, მოწვეული ლექტორი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით პოლიტიკის მეცნიერებითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს მთელი საქართველოდან 9 ივლისს, 16:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3xrGReT

დრო: 9 ივლისი, პარასკევი, 16:00

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2021 წელი

 

ბანერები