ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ მუსიკა?

ღონისძიებები

4 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსის“ ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა მუსიკის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

მუსიკის დარგის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები:

  • მარინა ადამია, ილიაუნის პროფესორი მუსიკის მიმართულებით;
  • თამაზ გაბისონია, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მუსიკის მიმართულებით;
  • ირინე ებრალიძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მუსიკის მიმართულებით;
  • ქეთევან შენგელია, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი მუსიკის მიმართულებით;
  • რევაზ კიკნაძე, ილიაუნის პროფესორი მუსიკის მიმართულებით;
  • სალომე გავაშელიშვილი, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის განვითარების სპეციალისტი;
  • ალექსანდრე ხოხიაშვილი, ილიაუნის მუსიკის პროგრამის კურსდამთავრებული.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 4 აგვისტოს, 15:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3C6HHjP

დრო: 4 აგვისტო, 15:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


2021 წელი

 

ბანერები