ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ კინომცოდნეობა?

ღონისძიებები

3 აგვისტოს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსის“ ერთობლივი პროექტის, „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა კინომცოდნეობის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

კინომცოდნეობის პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები:

  • გოგი გვახარია, ილიაუნის პროფესორი კინოს ისტორიისა და თეორიის მიმართულებით;
  • თეო ხატიაშვილი, ილიაუნის პროფესორი კინომცოდნეობის მიმართულებით;
  • ნინო მხეიძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ხელოვნებისა და კულტურის კვლევების მიმართულებით;
  • ნათია ბურჯანაძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის განვითარების სპეციალისტი;
  • დავით დავითიანი, ილიაუნის კინომცოდნეობის პროგრამის კურსდამთავრებული.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით კინოთი დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 3 აგვისტოს, 13:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fmGqLO

დრო: 3 აგვისტო, 13:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2021 წელი

ბანერები