ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ ფიზიკა?

ღონისძიებები

28 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა ფიზიკის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

ფიზიკოსის პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები:

  • მაია თოდუა, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის ფიზიკის მიმართულებით;
  • ანდრია როგავა, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ასტროფიზიკის მიმართულებით;
  • გიორგი ჯაფარიძე, ილიაუნის პროფესორი, ფიზიკის (კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა, ნანოფიზიკა) მიმართულებით;
  • ნუნუ მეტრეველი, ილიაუნის პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით;
  • ნინო ედიბერიძე, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის განვითარების სპეციალისტი;
  • ნათია კევლიშვილი, ილიაუნის კურსდამთავრებული.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 28 ივლისს, 19:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/376JhnL

დრო: 28 ივლისი, 19:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2021 წელი

 

ბანერები