ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ არქიტექტურა?

ღონისძიებები

20 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა არქიტექტურის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

არქიტექტურის პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ შესაძლებლობათა შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები და წარმომადგენლები:

  • ია კუპატაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • გიორგი ზაუტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, R312 architects-ის დამფუძნებელი/მთავარი არქიტექტორი
  • ლუკა ზაუტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, არქიტექტორი
  • დავით ავალიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, არქიტექტორი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები ტექნოლოგიის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით არქიტექტურით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 20 ივლისს, 19:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3xQmetd

დრო: 20 ივლისი, 19:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2021 წელი

ბანერები