ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live საინფორმაციო შეხვედრა - „პროგრამული ინჟინერიის” განახლებული სამაგისტრო პროგრამა

ღონისძიებები

13 აგვისტოს, 20:00 საათზე, პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა განახლებულ სამაგისტრო პროგრამაზე ,,პროგრამული ინჟინერია”. პროგრამული ინჟინერიის პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ სტუდენტებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები და პროგრამაში ჩართული პროფესიონალები, კერძოდ:

  • შოთა ცისკარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • დავით ნადარაია, IT აუთსორსინგ კომპანიის Ozorix-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური ლიდერი;
  • თამარ ბოსიკაშვილი, მოწვეული პროფესორი, Aisitec საკონსულტაციო და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნინო კოძახიძე, მოწვეული პროფესორი, UGT ტექნოლოგიური კომპანიის ციფრული პროდუქტების ხელმძღვანელი;
  • ალექსი ტაბიძე, სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები ტექნოლოგიის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით 13 აგვისტოს, 20:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fTaNKg

2021 წელი

ბანერები