ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-საინფორმაციო შეხვედრა: პროექტი „ილიაუნი+“ და უნილაბის პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

11 მაისს, 19:00 საათზე, ფეისბუქლაივით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა უნილაბის მოკლე პრაქტიკული კურსების შესახებ პროექტის „ილიაუნი +" ფარგლებში. 

შეხვედრას გაუძღვება უნილაბის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ასათიანი.

პროექტის „ილიაუნი+" ფარგლებში ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას პრაქტიკული კურსები გაიაროთ ციფრული მარკეტინგის, wordpress დეველოპმენტის, Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისებისა და Python დეველოპმენტის მიმართულებით.

განაცხადების მიღება 13 მაისს დასრულდება.

თუ გსურს მიიღო დამატებითი ინფორმაცია ონლაინკურსებისა და ილიაუნის კიბერლაბორატორიის შესახებ, გელოდებით ონლაინშეხვედრაზე.

იმ სტუდენტთა ნამუშევრების სანახავად, რომლებმაც პროექტით „ილიაუნი+“ უკვე გაიარეს მოკლე პრაქტიკული კურსები, ეწვიე უნილაბის ვებგვერდს: http://unilab.iliauni.edu.ge/projects/

კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადი ბმულზე: https://bit.ly/2YMkCSD

ამასთან ონლაინშეხვედრაზე თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღებთ პასუხებს.

პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ 13 მაისამდე დარეგისტრირდეთ და გაიაროთ შემდეგი კურსები:

ბანერები