ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-საინფორმაციო შეხვედრა: ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა

ღონისძიებები

9 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შექმნან მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოების ან პერსონაჟის ქართულენოვანი ჩეთბოტი, ინტერაქტიული წიგნები, რომლებიც პლატფორმაზე iel.iliauni.edu.ge განთავსდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი საჯაროდ.

ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის შექმნის პროცესში მოსწავლეების მონაწილეობის მიზნით პროექტის ორგანიზატორები საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების VIII-XII კლასების მოსწავლეებისთვის აცხადებენ კონკურსს, რომელიც 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ჟიური ყოველთვიურად გამოავლენს თვის ფინალისტებსა და გამარჯვებულს, რომლებიც პრიზებით დაჯილდოვდებიან. პროექტის დასასრულს კი საუკეთესო ლიტერატურული ჩეთბოტის ავტორი გამოვლინდება.

შეხვედრაზე ორგანიზატორები დეტალურად გაგაცნობენ პროექტს, კონკურსის პირობებს, გიპასუხებენ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.

დრო: 9 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის ფეისბუქის გვერდი  

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3uWB8vK

Meeting ID: 878 4915 2389

Passcode: 316966

სწრაფი ბმულები

2021 წელი
ბანერები