ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-საინფორმაციო შეხვედრა: ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა

ღონისძიებები

25 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი უმასპინძლებს საინფორმაციო შეხვედრას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებულ პირთათვის ფეისბუქლაივში.

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ისაუბრებენ ილიაუნის პროფესორები, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ლექტორები: ჯანა ჯავახიშვილი, დავით ოთიაშვილი და ირმა კირთაძე; მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული თამარ მღებრიშვილი.

ადიქციის კვლევები/ადიქტოლოგია თანამედროვე მულტიდისციპლინური, სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელიც შეისწავლის და უპასუხებს როგორც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე აზარტულ თამაშებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულების პრობლემებს.

ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა შექმნილია პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის პირველი სამედიცინო ფაკულტეტის ადიქტოლოგიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით და ეფუძნება უახლეს მტკიცებულებასა და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს.

პროგრამაზე ჩაბარება შეუძლიათ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს – ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, მედიკოსებს, პედაგოგებს, მედიასპეციალისტებს და ა.შ.

ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმება როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ნარკოტიკებზე მოთხოვნისა და მოწოდების შემცირება, ნარკოვითარების მონიტორინგი, სხვადასხვა ადიქციის პრევენცია, მკურნალობა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ზიანის შემცირების სერვისები და სხვ. 

ფეისბუქლაივის დროს მოგეცემათ შესაძლებლობა დასვათ შეკითხვები პროგრამის მოთხოვნების, სპეციფიკის, დასაქმების შესაძლებლობებისა და თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სხვა საკითხების თაობაზე. 

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3myosKZ

დრო: 25 აგვისტო, 15:00 საათი

2021 წელი

 

ბანერები