ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა

ღონისძიებები

26 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა აბიტურიერიენტებისთვის პირველ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.  

„რა არის სამოქალაქო ინჟინერია? ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, სამოქალაქო ინჟინერიაა: გზები, აეროპორტები, პორტები, შენობა-ნაგებობები. სამოქალაქო ინჟინერია სოლიდური პროფესიაა, პროფესია, რომლის ათვისების შემდეგ ყოველთვის შეძლებთ დასაქმებას“ – მაიკლ სონდერსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვნელი

ვის შეხვდები Live-საინფორმაციო შეხვედრაზე?

შეხვედრაზე მომავალ პროფესიაზე, პროგრამის სტრუქტურასა და სწავლების მეთოდოლოგიაზე გესაუბრებიან:

  • მაიკლ სონდერსი, ტექნოლოგიის სკოლისა და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ვახტანგ ბალავაძე, ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

ტექნოლოგიის 7-კვირიანი საორიენტაციო პროგრამის შესახებ

შეხვედრებზე, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიის სკოლის საორიენტაციო 7-კვირიანი საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში, დეტალური განრიგი მალე გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე,  

  • გაიცნობთ პროგრამის პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს;
  • მიიღებთ ინფორმაციას საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;
  • შეხვდებით პროფესორებს, რომლებიც ტექნოლოგიების სკოლაში ასწავლიან;
  • გაიგებთ მეტს დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
  • გაეცნობით უნივერსიტეტში არსებულ რესურსებსა და ლაბორატორიებს;
  • მიიღებთ ინფორმაციას პრაქტიკული კომპონენტის შესახებ, რომელსაც  სწავლების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს;
  • შეხვდებით და გაიცნობთ ჩვენი პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

გელოდებით კომპიუტერული მეცნიერებებით, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიით, სამოქალაქო ინჟინერიით, არქიტექტურით, მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს.

შემოგვიერთდი Live-საინფორმაციო შეხვედრებზე, დაგვისვი შენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღე ამომწურავი პასუხები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 26 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე)

 

 

ბანერები