ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE: როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის – წლის ვირტუალური შეჯამება

ღონისძიებები

დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასტანდარტული და სირთულეებით აღსავსე სასწავლო წელი. ტრადიციულად, ამ დროს ლისზე ვიკრიბებით ხოლმე ილიაუნის დაბადების დღის აღსანიშნავად, კურსდამთავრებულებს კი ცერემონიით ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.

პანდემიამ ჩვენი გეგმები მხოლოდ გადაავადა – დიდი ზეიმი აუცილებლად გაგვაერთიანებს უსაფრთხო დროს, ჩვენი ვარაუდით, არა უგვიანეს გაზაფხულისა, 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიასაც სრულფასოვნად გავმართავთ, ამ დღესთან დაკავშირებულ ემოციებსაც ერთმანეთს არავირტუალურ გარემოში გავუზიარებთ, ყოველგვარი 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე.

მანამდე კი თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით კი  2020 წლის კურსდამთავრებულებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვინდა სიმბოლურად, ვირტუალურად მოგილოცოთ არასტანდარტული სასწავლო წლის დასასრული და გადაგიხადოთ მადლობა ამ რთულ პერიოდში თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის. 

დრო: 1-ლი აგვისტო, შაბათი, 19:00

ფორმატი: FB Live

განრიგი:

  • მილოცვა
  • Live: ქართული როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის

ადგილმდებარეობა: FB/Iliauni

ბანერები