ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-პროექტი „რესტარტი“

ღონისძიებები

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 აპრილიდან წარმოგიდგენთ Live-პროექტს „რესტარტი“.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შემოგთავაზებთ ბიზნესწრეების აღიარებული ლიდერების ინტერვიუებს სპეციალიზებული პლატფორმისა და ფეისბუქის მეშვეობით.

პროექტის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება; პანდემიის გამკლავების რაციონალური და ემოციური მექანიზმების აღწერის მეშვეობით წარმატებული ქეისებისა და მოქმედებათა განხილვა, სტუდენტების გამხნევება.

სტუმრები კრეატიული ინდუსტრიიდან

23 აპრილი: ლევან კეცხოველი, რედბერის პარტნიორი და აღამსრულებელი დირექტორი;

30 აპრილი: ერეკლე ზურმუხტაშვილი, „ლივინგსტონის“ საოპერაციო დირექტორი;

7 მაისი: სანდრო გაბისონია, სოციოლოგი, მარკეტერი და ლუკა ეჯიბია, პროექტების მენეჯერი - ACAG;

14 მაისი: ლევან ასათიანი, სააჩი & სააჩი და თათუკა ჯავახიშვილი – ELLIOT

21 მაისი: სტარტაპ გარემოსთან დაკავშირებული სტუმრები - მარიამ ლაშხი და ავთანდილ მღებრიშვილი

28 მაისისანდრო ასათიანი, ილიაუნის კიბერლაბოატორია უნილაბის დირექტორი და ზურაბ ჯიშკარიანი, ანიმას დამფუძნებელი

4 ივნისიზაალ გაჩეჩილაძე Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი

11 ივნისი: ვამეხ ხერხეულიძე და დავით მიზანდარი 

18 ივნისი: ვახო ვახტანგიშვილი, Chief Startup Officer, საქართველოს ბანკი და ლევან კობახიძე, Chief Digital Officer, საქართველოს ბანკი

25 ივნისი: რატი ღოლიჯაშვილი - ბიოქიმფარმი და ნიკა აბაშიძე - CARU • ქარუ

გექნებათ შესაძლებლობა ლაივრეჟიმში დაგვისვათ შეკითხვები.

ბანერები