ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-გამოცხადება: გონკურის პრემიის 2019 წლის საქართველოს რჩეული ლაურეატი გამოვლინდება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველო წელს პირველად შეუერთდა გონკურის პრემიის გამცემი ქვეყნების რიგებს.

9 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული მედიათეკის სტუდენტური ჟიური დაასახელებს საქართველოში გონკურის პრემიის 2020 წლის ლაურეატს.  

გონკურის ლიტერატურული პრემია

გონკურის პრემია ყველაზე პრესტიჟული ფრანგული პრემიაა, რომლითაც წლის საუკეთესო ფრანგულენოვანი რომანი ჯილდოვდება. პრემია პირველად 1903 წლის 21 დეკემბერს გაიცა. დაახლოებით 15 წელია, რაც გონკურის პრემიის გაცემა შეუძლიათ სხვა ქვეყნებსაც. პირველი ამ ქვეყნებს შორის პოლონეთი იყო. მას ნელ-ნელა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. წელს პირველად საქართველოშიც გაიცემა აღნიშნული პრემია. 


დრო: 9 ივლისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: FB LIVE (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი)

ბანერები