ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ლიტერატურული ოდისეა“ - ლიტერატურული სერიის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

31 მარტს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ ახალი ლიტერატურული სერიის პრეზენტაციაზე. სერიაში - სახელწოდებით, „ლიტერატურული ოდისეა“, თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.

აღნიშნული სერიით უკვე გამოვიდა: მიშელ უელბეკის „პლატფორმა“, ჰერმან ჰესე „ტრამალის მგელი“, არტურო პერეს-რევერტეს „დიუმას კლუბი“, ჩაკ პალანიკის „ძილისპირული“ და ეთგარ კერეთის „უეცრად კარზე აკაკუნებენ“.

სულ მალე გამოვა: ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტა“, იოჰან ბორგენის „ნოველები სიყვარულზე“ და ჟოზეფ კესელის „დღის ლამაზმანი“.

შეხვედრის სტუმრები იქნებიან: იდეის ავტორი მიხეილ ციხელაშვილი და მთარგმნელები: თამარ ბაბუაძე (ეთგარ კერეთი, „უეცრად კარზე აკაკუნებენ“) და თამარ კვიჟინაძე (იოჰან ბორგენი, „ნოველები სიყვარულზე“).

დრო: 31 მარტი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები