ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლიტერატურული კონკურსი ”შემოდგომის ლეგენდა”

ღონისძიებები

10 ივნისს, 15.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ლიტერატურული კონკურსის - ”შემოდგომის ლეგენდის” პრეზენტაცია. თუ ხართ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული და გიყვართ ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია ჯეოსელი გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს ”შემოდგომის ლეგენდა”. წელს კონკურსში მონაწილეობას იღებენ თბილისში აკრედიტებული ცხრა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და მათ შორისაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ჟიური შეარჩევს 15 საუკეთესო მონაწილეს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი, იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. ფულად პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი. >>

ბანერები