ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლიტერატურული ეკრანიზაცია ილიაუნიში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი გიწვევთ

სტენლი კუბრიკის გახმაურებული ფილმის, „ფართოდ დახუჭული თვალებით“ ჩვენებაზე (გერმანულ ენაზე, ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით.) ფილმი ცნობილი ავსტრიელი მწერლის, არტურ შნიცლერის ნოველის „Traumnovelle“ ლიტერატურულ ეკრანიზაციას წარმოადგენს.

ღონისძიება ეძღვნება არტურ შნიცლერის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს.

ჩვენება გაიმართება 5 მაისს, 15.00 საათზე  A-101 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32).

ბანერები