ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი - გიორგი მშვენიერაძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

10 მარტს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით,იურისტი გიორგი მშვენიერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ღირსებიდან უფლებამდე“.

ადამიანის უფლებებმა, თანამედროვე სახის მიღებამდე, განვითარების დიდი გზა განვლო. მიუხედავად ადამიანის უფლებათა წარმოშობის, ხასიათისა დაფარგლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობისა, არსებობს შედარებით მაღალი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებებს საფუძვლად ადამიანის ღირსება უდევს. ლექციის ფარგლებში მსჯელობა შედგება ადამიანის უფლებათა განვითარების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე ღირსებიდან უფლებამდე.

დრო: 10 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები