ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი - დავით კახაბერის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

27 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობას” წარმომადგენელი დავით კახაბერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქვიარ-აქტივიზმის გამოცდილება საქართველოსა და დასავლეთში“.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ქვიარი“ ჯერაც ბუნდოვანებით არის მოცული, თანამედროვე ლგბტ აქტივისტები აქტიურად ცდილობენ მის დამკვიდრებას სამოქალაქო ლექსიკონში. იმისათვის, რომ ეს ტერმინი შედარებით გასაგები გახდეს, საჭიროა იმ ისტორიული ტრადიციის გადახედვა, რომელიც გეი-უფლებებისათვის ბრძოლასა და სექსუალურ თავისუფლებას უკავშირდება. ქვიარ-აქტივიზმის გამოცდილება, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში თითქმის უკვე ერთ საუკუნეს ითვლის, საქართველოში დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა, შეიძლება ითქვას, რომ ქვიარ-თემს, ლოკალური მასშტაბით, უფრო დიდ მტერთან უწევს გამკლავება, ვიდრე რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს. მომხსენებელი შეეცდება, უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს: რას ნიშნავს, იყო ქვიარ-ადამიანი? რა სირთულეები შეიძლება ხვდებოდეს ქვიარ-აქტივისტს როგორც პოლიტიკურ, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში? აქტივიზმის რა სახეობები და გზებია თანამედროვე სამყაროსა და საქართველოში?

დრო: 27 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები