ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლგბტ მოძრაობის თავისებურებანი

ღონისძიებები

23 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 3, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ყოფილი უცხო ენების შენობასთან, პირველი სართული) არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით გიწვევთ დისკუსიაზე ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მაგისტრ შორენა გაბუნიასთან, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე: “ლგბტ მოძრაობის თავისებურებანი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში”.
 
შეხვედრის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბი, ტრანსგენდერი) საკითხების თემატიკა. დისკუსიაში სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ექნება.

დისკუსია საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს სამართლის, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და ჟურნალისტიკის სპეციალობების სტუდენტებს პროფესიული თვალსაწიერის გასაფართოებლად.
 
დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ:

  • ჩაერთონ სხვა დამატებით აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში, რათა გაიღრმაონ ლგბტ საკითხების შესახებ ცოდნა;
  • მოამზადონ თემები და მონაწილეობა მიიღონ 2012 წლის დეკემბრის ბოლოსთვის დაგეგმილ ორდღიან კონფერენციაში, რომელზეც მოხდება 20 საუკეთესო თემის წარდგენა. თემების მეტი პოპულარიზაციის მიზნით აღნიშნული ნაშრომები გამოქვეყნდება ,,იდენტობის” ვებ-ჟურნალ iD Mag-ზე.

 
სადისკუსიო მასალა ხელმისაწვდომია ბმულზე: http://identoba.ge/7471
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ნათია ხარატიშვილს; natiak@identoba.org; 599 202542.

ბანერები