ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან შატბერაშვილის ლექცია: „ადამიანის უფლებების ფილოსოფიის აქტუალობა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში“

ღონისძიებები

4  ივლისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან შატბერაშვილი  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ადამიანის უფლებების ფილოსოფიის აქტუალობა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში“.

კონტრაქტუალიზმისა და ბუნებითი სამართლის ტრადიციიდან ამოზრდილი ადამიანის უფლებების თეორიები, რომლებიც ადამიანის თვისობრივად ახალი უფლებების შესაძლებლობაზე მოგვითხრობენ, ახალი დროის ფილოსოფიაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენენ, ხოლო ისტორიის მსვლელობისას კიდევ მეტად და მეტად მნიშვნელოვანნი ხდებიან. მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული ადამიანის უფლებების თეორიებმა, არაერთი პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილების ფონზე, მრავალგვარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეორე მსოფლიო ომის კატასტროფის შემდგომ ადამიანის უფლებებმა უკვე საერთაშორისო სამართლის დონეზე მოიპოვა უნივერსალური ღირებულების სტატუსი, არსობრივად კი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ,  თუკი ადამიანის უფლებების ფილოსოფიის კლასიფიკაციას მოვინდომებთ, აღმოვაჩენთ, რომ მისი პრაქტიკული ფილოსოფიის რომელიმე ქვედისციპლინაში განთავსება ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ის ცალკეულად არც პოლიტიკის, არც მორალისა და არც სამართლის ფილოსოფიის სფეროებს არ განეკუთვნება, არამედ ერთგვარი ხიდია, რომელიც მათ აერთიანებს.

დრო: 4 ივლისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები