ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ცაგარელის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ჩხოროწყუ, 1 ივნისი

ღონისძიებები

პირველ ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ჩხოროწყუში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ლევან ცაგარელის შესახებ

ლევან ცაგარელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია ფილოლოგიის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესები აერთიანებს ლიტერატურისა და კულტურის კვლევებს. ლევან ცაგარელის პუბლიკაციებსა და ვიდეოლექციებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის აკადემიურ გვერდზე - http://bit.ly/tsagareli.

დრო: 13:00 საათი, 1-ლი ივნისი

ადგილმდებარეობა: ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლი

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები