ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია: რატომ არ გვჯერა მეცნიერების - კლიმატის ცვლილება და პოლიტიკური ჭიდილი

ღონისძიებები

15 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით,  ბიოლოგი, ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, ლევან ბუთხუზი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: "რატომ არ გვჯერა მეცნიერების - კლიმატის ცვლილება და პოლიტიკური ჭიდილი".

ლექცია მიზნად ისახავს დაინტერესებული აუდიტორიისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ საბაზისო ინფორმაციის პოპულარული გზით მიწოდებას; აგრეთვე - საფრთხეებისა და მათი რეალურობის შეფასებას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმას, თუ რამდენად სანდოა სამეცნიერო მონაცემები კლიმატის ცვლილებაში ადამიანის როლზე და რა იწვევს დაძაბულობას სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს შორის, როდესაც საუბარია კლიმატის ცვლილებაზე.

დრო: 15 აპრილს, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები