ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია:„ტოლერანტობა ლიტერატურაში“

ღონისძიებები

16 ნოემბერს, 15:00 საათზე,  ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ტოლერანტობა ლიტერატურაში“.

შეხვედრა გაიმართება თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PİTA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), ფონდ ALPE-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ცენტრის შესახებ

თბილისის ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2013 წელს დაარსდა. ცენტრის წევრები ქართველებთან ერთად საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებიც არიან.

დრო: 16 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (მის.: ჭავჭავაძის გამზ N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები