ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

პროექტის -”ილიაუნის მწერალი“ - ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით - „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.

2 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ვერგილიუსის „ენეიდა“ - დასავლური ლიტერატურის ახალი თავგადასავალი“.

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ჰომეროსი - ვერგილიუსის მთავარი ლიტერატურული წინაპარი; სხვა წინაპრები - ენიუსი, აპოლონიოს როდოსელი; „ილიადა“ და „ოდისეა“ „ენეიდაში“; სიახლე ეპიკურ ლიტერატურაში: ფსიქოლოგიზმი; სიყვარული, როგორც პოემის ძრავა; ავგუსტუსის როლი და პოლიტიკა პოეზიაში; ვერგილიუსი დანტესთან.

დრო: 2 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები